1.“სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლები’’
2.სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების გაცნობა და შესწავლა ჩვენი კუთხის უკეთ გაცნობის მიზნით; მოსწავლეთა მოტივაცია ისტორიის შესწავლის მიზნით.
3.პროექტი აქტუალურია, რადგანაც სამცხე-ჯავახეთი მდიდარია ისტორიული ძეგლებით,
რომლებიც მნიშვნელოვანია თავისი ხუროთმოძღვრობით, არქიტექტურით, ისტორიულ- კულტურული , ეთნოგრაფიული და რელიგიური თვალსაზრისით.
4.მთავარ მიზანს წარმოადგენს კუთხის ისტორიისა და კულტურის სრულყოფილად შესწავლა და ამით მოსწავლეთა შორის ეროვნულ-პატრიოტული სულის ამაღლება. მოსწავლეთა აღრზდა და ჭეშმარიტ მოქალაქეებად ჩამოყალიბება.
5.მოსწავლეთა ძირითად ასაკს წარმოადგენს 14-15წ,ხოლო პროექტში მონაწილეთა ასაკი კი განისაზღვრება 20დან 50წლით.
6.პროექტი გათვლილია 3(სამ)თვეზე-აპრილი, მაისი და ივნისი.
7.მოსწავლეები ეჩვევიან: დამოუკიდებელი აზროვნების უნარს, საკუთარი თემის ირგვლივ პრეზენტაციების გაკეთებას, თემებზე დამოუკიდებელ მეცნიერულ მუშაობას,მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას სხვადასხვა საშუალებებით განსაკუთრებით კი ინტერნეტში, ინტერნეტის ეფექტურად გამოყენება, ფოტო-ვიდეო მასალის შექმნა, საკუთარი ნამუშევრების ინტერნეტში განთავსებას.
8.ძირითად რესურსებს წარმოადგენს: წიგნი, კალამი, ფანქარი,საშლელი, რუკა, ფოტო და ვიდეო კამერები, კარვები, სამთო აღჭურვილობა, ნახაზებისთვის სპეციალური ფორმატის რვეულები, სამარშრუტო ავტომანქანა, მძღოლი, გიდი, გამყოლი სპეციალისტი.
9.პროექტი იყოფა 2 ეტაპად: I-თეორიული კურსი და II-პრაქტიკულად ობიექტებზე გასვლა.
I-თეორიული კურსი ითვალისწინებს მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა, თითოეულ ჯგუფისათვის დავალების მიცემას, ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, საბაზისო ცოდნის
დაგროვებას,თემების დაწერას და პრეზენტაციების მომზადებას, ობიექტებზე გასასვლელი მარშრუტების წინასწარ მომზადება-დაგეგმვასა და დამუშავებას, სხვა საორგანიზაციო საკითხების მომზადებას.
II-ითვალისწინებს უშუალოდ ობიექტებზე გასვლებს, რათა მოსწავლეებმა ვიზუალურად დაინახონ თეორიული სამუშაო პრაქტიკაში და იმით შეავსონ და სრულყოფილი გახადონ შეძენილი ცოდნა. ობიექტებზე პრაქტიკა ხორციელდება ექსკურსიებისა და ლაშქრობების საშუალებით. ლასქრობები დაგეგმილია ღამისთევითაც.
10.საგანთა ინტეგრირებაა: ისტორია, გეოგრაფია, ისტი, ხელოვნების ისტორია,რელიგიის ისტორია.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ზაზა ნათენაძე.
12.zaza.natenadze@gmail.com
No comments:
Post a Comment